ფრინველთა სამყაროს ადამიანები
თუთიყუშების ინტელექტი 3 წლის ბავშვისას უტოლდება და ზოგი მათგანი 80 წელი ცოცხლობს. ჩვენს გულებს ისინი სიმღერით, ცეკვით და მიბაძვით იპყრობენ. დღეს მათ საფრთხე სწორედ თავიანთი პოპულარობის გამო ემუქრებათ


ფრინველთა სამყაროს ადამიანები
თუთიყუშების ინტელექტი 3 წლის ბავშვისას უტოლდება და ზოგი მათგანი 80 წელი ცოცხლობს. ჩვენს გულებს ისინი სიმღერით, ცეკვით და მიბაძვით იპყრობენ. დღეს მათ საფრთხე სწორედ თავიანთი პოპულარობის გამო ემუქრებათ
ამის მიუხედავად, თუთიყუშების ყოლა, რომელთაც ბუნების დამცველი ეკოლოგი სტიუარტ მარსდენი „ფრინველთა სამყაროს ადამიანებს“ უწოდებს, ზოგჯერ დაუძლეველ ცდუნებას წარმოადგენს. ისინი ძალიან სოციალურები და ჭკვიანები არიან და პატრონებთან მჭიდრო, ძლიერ კავშირს ამყარებენ. რა გასაკვირია, რომ თუთიყუშები დედამიწაზე ყველაზე პოპულარულ მოშინაურებულ ფრინველებად გვევლინებიან.

თუმცა, ზოგ შემთხვევაში ეს პოპულარობა მათთვისვეა საზიანო. მიუხედავად მსოფლიოში არსებული გამრავლების წარმატებული პროგრამებისა, თუთიყუშების დიდი რაოდენობა მაინც ველური ბუნებიდან, უკანონოდ მოიპოვება. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დანაშაულებრივმა დაჯგუფებებმა, რომლებსაც სპილოების, მარტორქების და მსგავსი ცხოველების კონტრაბანდით მილიარდობით დოლარი აქვთ ნაშოვნი, თავიანთ ნადავლს თუთიყუშებიც დაამატეს.

ბუნების დამცველთა თქმით, გრძელვადიანი გამოწვევა საზოგადოების დარწმუნებაა იმაში, რომ თუთიყუში უფრო მეტია, ვიდრე მეკობრის მხარზე შემოსკუპებული სასაცილო ამფსონი, ან გალიიდან მომღერალი შინაური ფრინველი. ის ასობით სახეობისაა, რომლებიც თითქმის ყველა კონტინენტზე ველურად და თავისუფლად ბინადრობენ, – მთელი კასტა ხმაურიანი და ჭრელი ფრინველებისა, რომლებიც მალე შეიძლება შეუმჩნევლად გადაშენდნენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივნისის ნომერში.
კრისტინ დელ’ამორე National Geographic-ის საბუნებისმეტყველო ნაწილის რედაქტორია. ფოტოგრაფ ჯოელ სარტორეს „თანამედროვე ნოე“ შეარქვეს, რადგან მან ცხოველთა სტუდიური პორტრეტების უდიდესი კოლექცია, Photo Ark – „ფოტოკიდობანი“ შექმნა.