
ფრთების ქნევა თუ ლივლივი?
ამ აეროდინამიკურ ფენომენს ფიქსირებულ ზედაპირთან ფრთების სიახლოვე განსაზღვრავს
ნეოტროპიკის ოლქის ტყეში უჩვეულო სანახაობას გადააწყდებით – ქვედა იარუსთან პეპლები ყავისფერი ან სულაც გამჭვირვალე ფრთებით, ისე ლივლივებენ, „როგორც ფოთლები ნაკადულში“, – ამბობს ნიუ-ორლეანის უნივერსიტეტის ენტომოლოგი ფილ დევრისი. ისინი სხვანაირად არ ფრენენ.
ამ აეროდინამიკურ ფენომენს (ძალიან წააგავს თვითმფრინავის დაჯდომისას ფრთების „ცახცახს“ თუ „ფარფატს”) ფიქსირებულ ზედაპირთან (მაგ. დედამიწა) ფრთების სიახლოვე განსაზღვრავს. აზიდვის ძალა იზრდება და ხახუნი მცირდება.
დევრისმა კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ პეპლების გვარ Haeterini-ს ყველა სახეობას, გარდა ერთისა, გრძელი წინა ფრთები აქვს და ყოველთვის მიწასთან ახლოს ფრენს. რატომ? ეს, ჯერჯერობით, ევოლუციური საიდუმლოა.