
გაიარეთ ხეებში გაბმულ ბილიკზე, ისწავლეთ ხეზე ცოცვა, გაათენეთ ღამე ტყეში. გახდით „არბორნავტი“.
გაუტყეურება მსოფლიოში შემაშფოთებელი სისწრაფით მიმდინარეობს. ბიოლოგის და National Geographic-ის მკვლევრის, მეგ ლოუმენის მსგავსად ხეებთან დროის გატარება მათზე ზრუნვას მოგვანდომებს. ლოუმენი საკუთარ თავს „არბორნავტს“ (ლათინურად arbor „ხეს“, ხოლო nauta „მეზღვაურს“ ნიშნავს) უწოდებს. ხეების ვარჯებს შორის გაბმული მაღალი ბილიკების გაყვანის წახალისებით ის ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას განვითარებად ქვეყნებში. „ხეების ვარჯებში ხმელეთის ბიომრავალფეროვნების 50% ბინადრობს“, – აღნიშნავს ლოუმენი.
გახდით ფოთლების დეტექტივი.
„ფოთლების ზედაპირზე დაკვირვება თავგადასავალს ჰგავს, – ამბობს ლოუმენი, – მოიმარჯვეთ თქვენი დღიური და აღწერეთ შედეგები“.
აცოცდით ხეზე – უსაფრთხოდ.
გააცოცხლეთ ბავშვობის მოგონებები თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით. მოიძიეთ კურსები, რომლებზეც ხელსაწყოების დახმარებით მაღალ ხეებზე ასვლას გასწავლიან.
გაიარეთ ჰაერში გაბმულ ბილიკზე.
გადმოიხედეთ ბილიკიდან, რომელიც მაღალი ხეების კენწეროებს შორისაა გაჭიმული.
გაათენეთ ღამე ტყეში.
ეწვიეთ საქართველოს დაცული ტერიტორიების ვებგვერდს და დაგეგმეთ ტური, რომელიც ბუნებაში ღამის თევას გულისხმობს.
The National Geographic Society 1998 წლიდან აფინანსებს ლოუმენის საქმიანობას. შეიტყვეთ მეტი საზოგადოების მიერ მკვლევრების მხარდაჭერის შესახებ ბმულზე: natgeo.com/impact.

თუ გაინტერესებს, კიდევ რისი გაკეთება შეგიძლია შენი პლანეტისთვის, ეწვიე: nationalgeographic.ge/category/planet.