
გახლეჩილი სამეფო
დღეს 67-მილიონიანი მოსახლეობის 10 პროცენტი ბანგკოკშია თავმოყრილი
ტაილანდში, უძველესი სოციალური წესრიგის მქონე ქვეყანაში 80-იანი წლების ეკონომიკური ბუმის დროს, მხოლოდ ერთი თაობის განმავლობაში, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გასამმაგდა. ქვეყნის დედაქალაქი ბანგკოკი ცათამბჯენებით სავსე მეტროპოლიად იქცა. ახალი სავაჭრო ცენტრები ბუდისტური ტაძრების სივრცეებშიც კი შეიჭრნენ. სამსახურის მაძიებელი სოფლის მოსახლეობა დიდ ქალაქებს მიაწყდა, ტრადიციული ოჯახი გაიხლიჩა და, შესაბამისად, შეიცვალა ადამიანების მსოფლმხედველობაც.
დღეს 67-მილიონიანი მოსახლეობის 10 პროცენტი ბანგკოკშია თავმოყრილი. რაც შეეხება სოფელს: მოკირწყლული გზები, ელექტრობა, მოტოციკლები, სატელევიზიო ქსელი… სოფლის მკვიდრნი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დოვლათიან გლეხებად იქცნენ. ეკონომისტები მათ „საშუალო შემოსავლის გლეხებად” მოიხსენიებენ. კეთილდღეობამ გააღრმავა მდიდარსა და ღარიბს შორის კონფლიქტი. ამბიციური პოლიტიკოსების წაქეზებულმა ხალხმა საერთო სიმდიდრიდან თავისი წილის მიღება მოინდომა. ტაილანდის ძველმა პოლიტიკურმა ინსტიტუციებმა კი, საკუთარი პოზიციებისთვის ბრძოლა დაიწყო, რათა პრივილეგიები შეენარჩუნებინა.
2014 წლის 22 მაისი იყო ამ დაპირისპირების კულმინაცია. გადატრიალების გზით ძალაუფლება სამხედროების ხელში გადავიდა. მომდევნო თვეებში დაძაბულობამ იმატა, დაწესდა კომენდანტის საათი, მაქსიმალურად შეიზღუდა სიტყვის თავისუფლება. ყოფილი მთავრობის წევრები დააპატიმრეს, ზოგიც მიიმალა. ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და საჯარო გამოსვლების მოყვარულ მეცნიერებს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ სექტემბრის ნომერში.