
გამჭვირვალე და ძლიერი
მინის პეპლებს მათ სამშობლოში, სამხრეთ ამერიკაში, espejitos – პატარა სარკეებს ეძახიან. გამჭვირვალე ფრთები მათ კამუფლაჟის მაგივრობასაც უწევს და ნაზ შესახედაობასაც ანიჭებს. გამაოგნებელი კი ისაა, რომ ზოგიერთ მათგანს საკუთარ წონაზე 40-ჯერ მძიმე ტვირთის ტარება შეუძლია.