
გამიჯნურებამდე განმარტოებული
მარგაის მდედრების შეწყვილების პერიოდში, ყოველ 32-36 დღეში ერთხელ, მამრები მათ ირგვლივ ტრიალებენ და რამდენიმე სქესობრივი აქტის შემდეგ ისევ მიდიან
კატისებრთა ოჯახის სახეობათა უმეტესობა ველური ბუნების გრეტა გარბოა: მათ მარტო ყოფნა სურთ. დაახლოებით 40 სახეობის ზრდასრულები „მარტოხელა ცხოველები არიან, რომლებიც მხოლოდ შეწყვილების დროს ერთიანდებიან“.
მარგაის მდედრების შეწყვილების პერიოდში, ყოველ 32-36 დღეში ერთხელ, მამრები მათ ირგვლივ ტრიალებენ და რამდენიმე სქესობრივი აქტის შემდეგ ისევ მიდიან. დაახლოებით ორთვენახევრიანი ორსულობის შემდეგ, მდედრი ერთ ან იშვიათად ორ კნუტს შობს. დაბალი შობადობა სახეობის შენარჩუნებას ხელს არ უწყობს.
ბევრ ქვეყანაში მათი გაყიდვა და ნადირობა აკრძალულია. ცენტრები, როგორიცაა ურუგვაის Bioparque M’Bopicuá, კატების რიცხოვნობას ტყვეობაში გამრავლებით ინარჩუნებს. „ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის“ გაფრთხილებით, „სახეობის რიცხოვნობა მისი არეალის უმეტეს ნაწილზე იკლებს” და 2025 წლისთვის პოპულაცია შესაძლოა 30%-ით შემცირდეს.