ვინ:
ვახტანგ ჯანჯღავა, 33 წლის მხატვარი და ფოტოგრაფი
სად:
ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი კონტუათი
რა:
Nikon D600 Tamron 70-200 f2.8 ობიექტივით
ამბავი:
ვახტანგ ჯანჯღავა ხშირად სტუმრობს გადასაღებად ხონის რაიონის ბიომრავალფეროვნებითა და სილამაზით ერთ-ერთ გამორჩეულ სოფელ საფილიოს. მორიგი გასვლისას მან ხის ტოტზე მჯდარი მერცხალი დაინახა: „მანამდე სოფელში მერცხალი მხოლოდ დენის მავთულებზე მენახა, ამიტომ აპარატი მოვიმარჯვე და საინტერესო კადრის აღსაბეჭდად სერიული გადაღება დავიწყე“, – ამბობს ვახო. გადაღებისას უცბად გვერდიდან უცნაური მანევრით მოფრინდა რუხი მემატლია და მერცხალი ხის ტოტიდან გააძევა: „ფრინველი ზუსტად იმ ადგილზე დაეშვა, სადაც მერცხალი „პოზირებდა“ ჩემთვის“. ფოტოგრაფმა დრო იხელთა და სწორედ ამ მომენტში გადაიღო „განდევნა“.
გახდი National Geographic საქართველოს Your Shot-ის ნაწილი და გააზიარე შენი კადრი yourshot.natgeo.ge