განდის ნაკვალევზე
1930 წლის 12 მარტი. 25 დღის განმავლობაში განდიმ თავის „ლაშქართან“ ერთად 388 კილომეტრი გაიარა არაბეთის ზღვამდე


განდის ნაკვალევზე
1930 წლის 12 მარტი. 25 დღის განმავლობაში განდიმ თავის „ლაშქართან“ ერთად 388 კილომეტრი გაიარა არაბეთის ზღვამდე
გათენებამდე გაიღვიძა.
აშრამში ყოველდღე ამ დროს დგებოდა. გარიჟრაჟზე ილოცა. უკვე ყველაფერი მზად იყო. წელზე დჰოტი (სახვევი) შემოიკრა, შალი მოისხა, ბამბუკის ხელჯოხი მოიმარჯვა და ჭიშკრიდან გავიდა. ის ტოვებდა სახლს, სადაც 13 წელი იცხოვრა, შორდებოდა თემს, რომელიც ერთგულად მისდევდა მის მრწამსს – „უბრალო ცხოვრება და ამაღლებული აზროვნება“.
მაჰათმა განდი მარტო არ იყო. დაადგა თუ არა აჰმადაბადის (მისი მშობლიური შტატის, გუჯარათის უდიდესი ქალაქი) მტვრიან გზას, მაშინვე ორ მწკრივად მიჰყვა თეთრად შემოსილი 78 კაცი. ხალხი გზის ორივე მხარეს მოაწყდა. „განდი კი ჯაი!“ (გამარჯვება განდის!) – გაჰყვიროდნენ ხეებზე ჩამოკონწიალებული თუ ფანჯრებიდან გადმოკიდებული მხარდამჭერები და ცნობისმოყვარეები.
1930 წლის 12 მარტი. 25 დღის განმავლობაში განდიმ თავის „ლაშქართან“ ერთად 388 კილომეტრი გაიარა არაბეთის ზღვამდე. ამ ეპიკურ სვლას „მარილის მარში“ ეწოდა, რადგან ის ბრიტანეთის იმპერიის უსამართლო კანონს აპროტესტებდა, რომელიც კოლონიაში მარილის შეგროვებას კრძალავდა. მაჰათმა დრამატული ჟესტების დიდოსტატი იყო – იგი დაიხარა და მუჭით მარილიანი სველი ქვიშა აიღო…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.