კუძუს დესტრუქციული ეფექტი შთამბეჭდავია. ბარდას მონათესავე ეს ვაზი აშშ-ში იაპონიიდან 1876 წელს შემოიტანეს. მაგრამ ის იმდენად სწრაფად და განუკითხავად იზრდება, რომ ხალიჩად ეკვრება ხეებს, განათების ბოძებსა და შენობებსაც კი.
თუმცა, კუძუს, შესაძლოა, უფრო მეტი ზიანიც მოჰქონდეს. კლემსონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ცნობით, მას შეუძლია დააჩქაროს კლიმატის ცვლილება ნახშირბადის შემცირებით იმ ადგილობრივ მცენარეთა ნიადაგში, რომელსაც ის ფარავს. წინა კვლევებით კი კუძუს სხვა სათბურის აირების გამოყოფაც შეუძლია.
მთავარი კითხვა: შესაძლებელია ვაზის შეჩერება? სანამ ჰერბიციდების დამამზადებლები მის განე-იტრალებას ცდილობენ, მებაღეებს ყოველთვის შეუძლიათ ძველ მეთოდს მიმართონ – ფესვიანად ამოძირკვონ მცენარე.