
გაყინული გემი
იმდროინდელ გაზეთ „სევერნი კავკაზიდან“ ვიგებთ, რომ გემი „ედენკა“ ქალაქის მშენებარე პორტთან გამოირიყა
1888 წელს ქალაქ ნოვოროსიისკში ხუთდღიანმა ქარიშხალმა სანაპიროზე გამორიყა გაყინული გემი „ედენკა“.
ძლიერი ჩრდილოეთის ქარი ბორა, რომელიც უმეტესად წლის ცივ პერიოდში წარმოიქმნება, მკვეთრ აცივებას იწვევს. ბორა, ძირითადად, იმ ადგილებში იცის, სადაც მცირე სიმაღლის ქედი თბილ ზღვას ესაზღვრება. ხმელეთზე შემოჭრილი ცივი ჰაერის მასა ისე სწრაფად ეშვება ქედის კალთაზე თბილი ზღვისკენ, რომ გათბობას ვერ ასწრებს. ამ დროს ქარის სიჩქარე 40 მ/წმ აღწევს, ხოლო ტემპერატურა -10-15°C-მდე ეცემა. ქარი ზღვას მორევად აქცევს და გემზე მოხვედრილი წყლის შხეფები სწრაფად იყინება. თუკი დროულად არ ჩამოტეხენ ყინულს, შესაძლოა, გემი გა-დაბრუნდეს და ჩაიძიროს.
იმდროინდელ გაზეთ „სევერნი კავკაზიდან“ ვიგებთ, რომ გემი „ედენკა“ ქალაქის მშენებარე პორტთან გამოირიყა. ოთხკაციანმა ეკიპაჟმა, ხალხის დახმარებით, ძლივს დააღწია თავი სიცივესა და სიკვდილს.