
"გაზაფხულის პირველი ნიშნები მაღელვებს"
160 წლის შემდეგ, ბოსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, რიჩარდ პრიმაკმა ტოროს ხელნაწერები ახალი ინგლისის კლიმატის ცვლილების შესასწავლად გამოიყენა
„გაზაფხულის პირველი ნიშნები მაღელვებს”, – წერდა ჰენრი დევიდ ტორო. წიგნი „სიცოცხლე ტყეში“-ს ავტორმა კონკორდში, მასაჩუსეტში, 1852-დან 1858 წლამდე 300-ზე მეტი მცენარის პირველი ყვავილობა აღრიცხა. ტორო გამუდმებით ინიშნავდა გადამფრენ ფრინველთა დაბრუნების, ხეების ყვავილობისა და უოლდენის ტბორის ყინულის დნობის თარიღებს.
160 წლის შემდეგ, ბოსტონის უნივერსიტეტის ბიოლოგმა, რიჩარდ პრიმაკმა ტოროს ხელნაწერები ახალი ინგლისის კლიმატის ცვლილების შესასწავლად გამოიყენა. 2004 წელს პრიმაკმა, სტუდენტებთან ერთად, კონკორდში პირველ ყვავილობაზე დაკვირვება დაიწყო. „სანამ ხელნაწერები გვექნებოდა, არ ვიცოდით, სად გვეძებნა“, – ამბობდა ბიოლოგი. ახლა გაიგეს, რომ ადრიანი ყვავილობა ადამიანთა განსახლების ზონებში გვხვდება.
პრიმაკის კვლევების მიხედვით, ტემპერატურამ 3 გრადუსით მოიმატა კონკორდში; ხეების ყვავილობა და ყინულის დნობა კი ორი კვირით ადრე იწყება. როგორ აისახება ეს ეკოსისტემაზე? ტორომ ამ კითხვას ასე უპასუხა: „დაველოდოთ… ბუნება გვიჩვენებს“.