
გემოს შეგრძნება ფრენისას
ხმაური ადამიანის გემოვნურ თვისებებზე ზემოქმედებს
თვითმფრინავმა საფრენ სიმაღლეს მიაღწია, ბორტგამცილებლები შეკვეთებს იღებენ. ამ დროს პომიდვრის წვენი ან „სისხლიანი მერიც“ კი გემრიელად ჟღერს.
შემთხვევითი სიგიჟე? აუცილებელი არ არის, ამბობს რობინ დანდო, საკვების მეცნიერების კორნელის უნივერსიტეტის პროფესორი. ხმაური ადამიანის გემოვნურ თვისებებზე ზემოქმედებს. ტკბილის შეგრძნება ქვეითდება, ე. წ. უმამი კი მატულობს. ამიტომ წყურვილისას მგზავრები პომიდვრის წვენს ირჩევენ. გერმანული ავიახაზების Lufthansa-ს მონაცემებით, ლუდი და პომიდვრის წვენი ერთნაირად ისმევა.
შეგრძნებების ურთიერთქმედების მკვლევარ, ოქსფორდის ფსიქოლოგ ჩარლზ სპენსის თქმით, ხმაურიან რესტორანში სადილის დროსაც იმავე შედეგს ვიღებთ.