ღრუბლების შექმნა
ნიდერლანდელი ხელოვანი ბერნდნაუტ სმილდე წყლის პულვერიზატორებითა და კვამლის გენერატორებით ორთქლის გუნდებს ქმნის და ფოტოებს უღებს.

ღრუბლების შექმნა
ნიდერლანდელი ხელოვანი ბერნდნაუტ სმილდე წყლის პულვერიზატორებითა და კვამლის გენერატორებით ორთქლის გუნდებს ქმნის და ფოტოებს უღებს.
ეს ხელოვანი საკუთარ ღრუბლებს ქმნის მათი წარმავალი სილამაზის დასაფასებლად.
ბერნდნაუტ სმილდე ფუმფულა ღრუბლებს ქმნის ისეთ ადგილებში, სადაც ბუნება ვერ გააჩენდა. ნიდერლანდელი ხელოვანის სკულპტურები ხუთი, მაქსიმუმ ათი წამის შემდეგ ქრება.
სმილდეს პროექტი, რომელსაც „Nimubus“-ი ჰქვია, ღრუბლების ვიზუალურ ეფექტებს სწავლობს. ეკლესიის ან მუზეუმის ინტერიერი ღრუბლის უკან სხვანაირად გამოიყურება. იმის გამო, რომ სულ რამდენიმე წამი გრძელდება, თითოეული სცენა ძალიან შთამბეჭდავია.
სან-ფრანცისკოს ომის მემორიალი და საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი. ფოტო: რ.ჯ. მუნა
სასტუმროს საგამოფენო სივრცე, ნიდერლანდები. ფოტო: კასანდერ ეფტინკ სხატენკერკი
ხელოვანის შემოქმედება საგამოფენო სივრცეებში ისეთ ნამუშევრებს მოიცავს, როგორიც ცისკენ აზიდული ღრუბელია არნემში, დე გროენის ნატიფი ხელოვნების კოლექციაში, ნიდერლანდები. ფოტო: კასანდერ ეფტინკ სხატენკერკი
ფოტო: მაიკლ ჰოლი
გერმანიაში, კელნში, ღრუბელი ლივლივებს გვიანგოთიკურ ტაძარში, რომელიც სულიერების, ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრიცაა. ფოტო: კასანდერ ეფტინკ სხატენკერკი

სმილდეს ღრუბლები მხოლოდ კვამლისა და ორთქლისაგან შედგება. ღრუბლების წარმოსაქმნელად და ჰაერში შესაჩერებლად, ცივი და ნესტიანი ადგილებია საჭირო. სმილდე შერჩეულ ადგილას წყალს პულვერიზატორიდან აშხეფებს და შემდეგ რთავს კვამლის გენერატორს, რომელიც პატარა ნაწილაკებს აფრქვევს. შხეფები მათ გარშემო კონდენსირდება.
ხელოვანის თქმით, ახალ ფოტოებს მხოლოდ მაშინ იღებს, როდესაც გარემო რაიმე სიახლეს სთავაზობს. მისთვის მთავარია არა ხელოვნური ღრუბლით გამოწვეული გაოცება, არამედ მისი წარმავალობა. ის, რომ ღრუბელი მხოლოდ წამიერად არსებობს და შემდეგ სამუდამოდ ქრება. თითოეული მათგანის შექმნისთვის “სწორ დროს სწორ ადგილას ყოფნაა საჭირო“, – ამბობს სმილდე. „თუ უკვე ფოტოს დაჰყურებთ, ეს მომენტი გამოგიტოვებიათ კიდეც“.