გორგოლაჭებზე
2008 წელს ორმა მეგობარმა კორეული ბარბექიუს მექსიკურ ტაკოსთან შერწყმით, სწრაფი კვების სრულიად ახალი პროდუქტი – „კოგი ბარბექიუ“ შექმნა


გორგოლაჭებზე
2008 წელს ორმა მეგობარმა კორეული ბარბექიუს მექსიკურ ტაკოსთან შერწყმით, სწრაფი კვების სრულიად ახალი პროდუქტი – „კოგი ბარბექიუ“ შექმნა
ლოს-ანჯელესში შაბათი საღამოს ათი საათი. გრილა. 9 გრადუსია. ამ ტემპერატურაზე აქ თბილი ქუდებითა და შარფებით დადიან. ოცდაათამდე ადამიანი სიცივეს არ ეპუება და გზაზე კიბიანი ფურგონის წინ, ტროტუარზე ჩამწკრივებულა. ფურგონის ფანჯრები იღება და „კოგის ბარბექიუს“ სავაჭრო მანქანაც მოქმედებას იწყებს.
2008 წელს ორმა მეგობარმა კორეული ბარბექიუს მექსიკურ ტაკოსთან შერწყმით, სწრაფი კვების სრულიად ახალი პროდუქტი – „კოგი ბარბექიუ“ შექმნა და მისი მანქანიდან გაყიდვის უფლებაც მოიპოვა. მას შემდეგ, ამ წამოწყებას დიდი პოპულარობა და უამრავი პრიზიც ერგო. ლოს-ანჯელესისთვის საკვებით მოვაჭრე მანქანები სიახლე ნამდვილად არ არის. უკვე ათწლეულებია, ისინი სამხრეთ კალიფორნიელ მომხმარებელს ტროტუარების გასწვრივ და ახალი მშენებლობების რაიონებში იაფ საკვებს სთავაზობენ. ამ მანქანებს დამცინავად „ვაგონი ტარაკანიც“ შეარქვეს. კორეული ტაკოს გასაყიდი მანქანა გიჟური იდეა იყოო, წერს „კოგი ბარბექიუს“ დამაარსებელი როი ჩოი თავის მემუარებში „ლოს-ანჯელესის შვილი“.
45 წლის ჩოი კორეაში დაიბადა და ორი წლის იყო, როცა მშობლები ლოს-ანჯელესში გადმოსახლდნენ. ამერიკის კულინარიის ინსტიტუტის შეფ-მზარეულმა კარამელიზებული შემწვარი ნეკნი და შებოლილ-სანელებლებიანი საწებელი მოამზადა…
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.