ვინ:
ფრანგი წყალქვეშა ფოტოგრაფი
სად:
ლემბეჰის სრუტე სულავესის კუნძულის ჩრდილოეთი სანაპირო, ინდონეზია
რა:
Nauticam-ში მოთავსებული Nikon D7200 105-მილიმეტრიანი ლინზით და ორი სტრობით
ამბავი:
ინდონეზიის მარჯნით მდიდარი წყლები ცნობილია ბიომრავალფეროვნებით და სახეობებით, რომლებიც მიმიკრიას, ბიოლოგიურ ალიანსს და სიმბიოზს მიმართავენ. ლეკერმა ყვინთვისას ამფიპრიონის (თევზი-კლოუნი) პატარა თანამგზავრი შენიშნა. პარაზიტი Cymothoa exigua თევზს ენაზე ეწებება და სისხლს სწოვს. სანამ თევზი ცხოვრებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს, პარაზიტი მის ხარჯზე იკვებება და თევზის ენა თეთრდება.
“ფოტოს გადასაღებად არაადამიანური მოთმინება დამჭირდა, – ამბობს ლეკერი, – სანამ პირღია თევზი წამის მეასედით კამერაში შემოიხედავდა“.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia