ვინ:
წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთში მცხოვრები ველური ბუნების დამცველი ფოტოგრაფი
სად:
მერიტ-აილენდის ეროვნული ველური ბუნების ნაკრძალი, ფლორიდა
რა:
Canon Mark IV ფოტოკამერა 100-400 მმ-იანი ლინზით Kodachrome-ის ფირით
ამბავი:
2021 წელს, მრავალი ფრინველის მსგავსად, სტიუარტმაც სითბოს გამო გადაწყვიტა ზაფხულის ფლორიდაში გატარება. იქ, მერიტ-აილენდის ნაკრძალის ბიომრავალფეროვან ესტუარში, კვირების განმავლობაში დადიოდა და ფრინველთა ფოტოებს იღებდა. სტუარტს მთელ ქვეყანაში ასობით სახეობის ფრინველის ფოტო გადაუღია; მან აღმოაჩინა, რომ ამ მზიან შტატში მობინადრენი ყველაზე უშიშრები არიან. არც ეს ვარდისფერი ჟერო დაფრთხა, როდესაც ერთ დილას კამერას გადააწყდა. სტიუარტი გზასთან ახლოს ჩუმად იჯდა, ფრინველს აკვირდებოდა და ობიექტივის ჩამკეტს აჩხაკუნებდა.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 374 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.