
გული და ლანჩა
1939 წელს გერმანული წარმოშობის მეწაღე პიტერ ლიმერმა „სათხილამურო ფეხსაცმელი“ აშშ-ში პირველად დააპატენტა.
მაგარი, ოთხკუთხაცხვირიანი ტყავის ფეხსაცმელი შეკვეთით მზადდებოდა. დღეს, ჭაღარაწვერიანი პიტერ ლიმერ III პაპის სახელოსნოში მისივე ხელსაწყოებით წელიწადში 200 წყვილ სალაშქრო ფეხსაცმელს ამზადებს, რომელთა ფასი 775 $-დან იწყება. 63 წლის ლიმერი ტასმანიიდანაც კი იღებს შეკვეთებს. „ყველაზე სასიამოვნოა, როდესაც მომხმარებლები ახალი ფეხსაცმლით გასვლისას ცეკვას იწყებენ“.
1. გამძლე მარწუხები
ეს ორი ხელსაწყო ნაწილობრივ ტყავის დამჭერია, ნაწილობრივ კი ჩაქუჩი, რომლითაც ტყავს ფორმას აძლევენ (10).
2. სადგამი
ამ რკინის ხელსაწყოს ფეხსაცმელი უკუღმა უჭირავს ლანჩასა და ქუსლზე სამუშაოდ.
3. ქოთანი წებოცემენტისთვის
ლიმერი პაპის დანატოვარ ქოთანს უკვე 45 წელია იყენებს. მეწაღეები წებოს უსვამენ ლანჩებზე ფეხსაცმლის ქვედა ნაწილზე მათ მისამაგრებლად.
4. კალაპოტის დამჭერი
გამოიყენება ინდივიდუალური შეკვეთებისთვის. მას რბილი, ტყავშემოხვეული საყრდენი აქვს ნეილონის (ფოტოზე) ან ხისგან დამზადებული ტერფის მოდელისთვის.
5. მახვილტუჩა
ფეხსაცმლიდან ლურსმნების ამოსაძრობად და მოსაჭრელად.
6. ღილის კაუჭები
„ადრე, როდესაც ფეხსაცმელებს პატარა ღილები ჰქონდა, ღილის კაუჭები მეწაღეებს კარგად ეხმარებოდნენ“, – ყვება ლიმერი თავის 100 წლის კაუჭებზე.
7. ბრუნვადი სახვრეტი
ის ხვრეტს ტყავს სათასმე კაუჭებისთვის.
8. ხელსაწყოები, ზემოდან ქვემოთ:
ქლიბი გასახეხად; დანის სალესი; ჩაქუჩი დანის პირის გათანაბრებისთვის; სარგულა ლურსმნების დასამაგრებლად და ფეხსაცმელში უხეში ნაწილების შესარბილებლად.
9. მეწაღის ჩაქუჩები
ჩაქუჩები ლანჩის დასატკეპნად და ფეხსაცმლის სპეციალური ლურსმნების დასაჭედებლად.
10. კალაპოტი
ლიმერი სტანდარტულ კალაპოტს იღებს საფუძვლად და დამკვეთის ზომის მიხედვით მასზევე ქმნის ახალ ფეხსაცმელს. მისი თქმით, „ძლიერი კუნთები და ღიპი“ ფეხსაცმელიდან კალაპოტის ამოძრობაში ეხმარება.