
გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
უცნაური ფრინველის საცეკვაო ილეთებმა მეცნიერები გააკვირვა
ცეკვაში აღმოჩენილი
წაქცეული ხე ტყეში ზოგიერთი სამოთხის ფრინველისთვის იდეალური სცენაა შესაწყვილებელი ცეკვისთვის. ედვინ სქოულზი – კორნელის უნივერსიტეტის სამოთხის ფრინველების პროექტის ხელმძღვანელი და ტიმ ლამანი, ბიოლოგი და National Geographic-ის ფოტოგრაფი, დასავლეთ ახალი გვინეის არფაკის მთებში კვლევას ატარებდნენ, როდესაც წაქცეული ხე შენიშნეს და კამერა მოიმარჯვეს. ფრინველი, რომელიც მათ დააფიქსირეს, მისი სახეობის სხვა ინდივიდებისგან განსხვავდებოდა: მისი ბუმბული ნახევარმთვარის ფორმის იყო და განსხვავებულად მოძრაობდა. რასაც იგი და ლამანი შეესწრნენ, გენეტიკური ნაირსახეობის არსებობის დასტური იყო. შარშან მათ განაცხადეს სამოთხის ფრინველის ახალი სახეობის (Lophorina niedda) აღმოჩენის შესახებ. სქოულზის თქმით, ასეთი აღმოჩენები დადებითად აისახება რეგიონზე, რადგან ისინი ხელს უწყობს ეკოტურიზმს. – ნინა სტროქლიკი
გაზარდე შენი სიტყვები

Sprout-ი დანიური ბრენდის ფანქარია. მას რეზინის პატარა ბოლოს ნაცვლად, რომელიც ფანქრებს აქვთ, Sprout-ის ბიოდეგრადირებადი კაფსულა აქვს დამაგრებული.მასში თესლების კოლექციაა მოთავსებული. მას შემდეგ, რაც ფანქარი ბოლომდე გაილევა, შესაძლებელია ფანქრის დარგვა და მორწყვა, სანამ იქიდან ენძელები, რეჰანი ან სხვა 8 სახეობის მცენარე გაიზრდება. – ნინა სტროქლიკი
მაღალტექნოლოგიური შოკოლადი

Innovative Genomics Institute (IGI)-ის მეცნიერები გაერთიანდნენ კანფეტების მწარმოებელ კომპანია „მარსთან“ Crispr გენომის რედაქტირების გამოყენებით მსოფლიოს ერთ-ერთი უსაყვარლესი ნუგბარის დასაცავად. მიზანი: კაკაოს მცენარისათვის იმუნური სისტემის მინიჭებაა, რომელიც დასავლეთ აფრიკის მცენარეებში მძვინვარე ვირუსს გაუძლებს. IGI-ს წარმომადგენლის, სიუზან ჯენკინსის თქმით, “ჩემი ეგოისტური მხარე იძახის: „ო, ღმერთო, ოღონდ მეტი შოკოლადი არა“, – მაგრამ კაკაოს მომშენებელი რეგიონებისთვის „სოციალურ-ეკონომიკური ზეგავლენა ძალიან დიდი იქნება“. – ნინა სტროქლიკი