გზავნილები მეცნიერებისა და ინოვაციის მოწინავე ხაზიდან
მოჰკვეთეთ თავი ან ტანი
იაპონიაში მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ბოლოლაყუჩიანთა ორ სახეობას თავის მოწყვეტა და თვეზე მოკლე ხანში ახალი ტანისა და ორგანოების რეგენერაცია შეუძლია. მეცნიერთა ვარაუდით, Elysia marginata და Elysia atroviridis ამას შიდა პარაზიტების მოსაშორებლად ჩადიან. – ენი როთი
ქვემოთ, სიღრმეში ზვიგენები წყვდიადში ელვარებენ

National Geographic-ის SharkFest-ის ფარგლებში ივლისის განმავლობაში ჩვენს ქსელში ნახეთ „ზვიგენების სანაპირო კრის ჰემსვორთთან ერთად“ და სხვა მრავალი გადაცემა ოკეანის ამ უმაღლეს მტაცებელზე. ასევე, ნუ გამოტოვებთ დოკუმენტურ ფილმს „ზვიგენებთან თამაში“ Disney+-ზე.
ახალი ზელანდიის სანაპიროსთან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ზვიგენთა სამი სახეობა ბიოლუმინესცენციურია – ანუ სიბნელეში ანათებს. Etmopterus lucifer, Etmopterus granulosus და Dalatias licha კანის სპეციალური უჯრედების მეშვეობით მკრთალ მოცისფრო-მომწვანო სინათლეს გამოსცემენ.
ეს აღმოჩენა გვახსენებს, თუ რამდენი რამ გვაქვს კვლავაც აღმოსაჩენი ღრმა ოკეანეში. მეცნიერთა ვარაუდით, ზვიგენები მუცლის ნათებით საკუთარ სილუეტს მალავენ მტაცებლებისგან. ამ ხრიკს კონტრ-განათება ჰქვია. – ენი როთი
2030 წლის სამიზნისთვის საჭირო ნერგები

შეერთებულმა შტატებმა პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის ტრილიონ ხეს დარგავს და დაიცავს, მაგრამ ეს გეგმა მოულოდნელ დაბრკოლებას წააწყდა: ახალი კვლევის თანახმად, საკმარისი ნერგები არ არის. თავისუფალ ნაკვეთებზე სულ მცირე სამი მილიარდი ხის დარგვაა საჭირო, რაც გაშენების 130%-იან ზრდასა და შესაბამისი ხარჯების ათობით მილიარდი დოლარით გაძვირებას გულისხმობს. ნორჩ ხეებს გრძელვადიანი მეთვალყურეობაც დასჭირდება მავნებლების, დაავადებების, გვალვისა და ხანძრისგან დასაცავად. გარემოსდამცველთა თქმით, ამდენი ხის დარგვა და ზრდასრულთა შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პლანეტის დამათბობელი ნახშირორჟანგის ატმოსფეროდან მოსაშორებლად. – კაილა მენდელი