ვინ:
ჰანს-მარტინ დელცი, პენსიაზე მყოფი ფინანსისტი, ამჟამად ფოტოხელოვანი
სად:
შტუტგარტი, გერმანიის მუნიციპალური ბიბლიოთეკა, რომელიც „შტადტბიბლიოთეკის“ სახელითაა ცნობილი
რა:
Leica M9-P კამერა 35 მმ ლინზით
ამბავი:
შტუტგარტის ბიბლიოთეკაში გადაღებულმა ერთმა ფოტომ დელცი შთააგონა, თვითონაც მისულიყო ბიბლიოთეკაში კამერით. არქიტექტორ იუნ იანგ ის დაპროექტებული შენობა 2011 წელს გაიხსნა. დელცმა მაქსიმალურად ნათელი ადგილი შეარჩია და დაბალანსებულ კომპოზიციას დაელოდა: მოსიარულე ქალი, კაფეტერიაში მსხდარი ადამიანები. კომპიუტერში მან ფოტოს კონტრასტი და ექსპოზიცია გაზარდა და ყვითელი ფერი შეამცირა, რათა გამოსახულება თეთრი და ნათელი გაეხადა.
შემოუერთდი National Geographic-ის Your Shot-ის საზოგადოებას და გააზიარე შენი კადრი YourShot.ngm.com.