
ჰოლოანატომია
ვირტუალურ რეალობას მომხმარებელი ალტერნატიულ სამყაროში გადაჰყავს
2014 წელს რადიოლოგიის პროფესორი მარკ გრისვოლდი ანატომიის სწავლების ახალ მეთოდს ეძებდა. მორგში ლაბორატორიის გახსნა ძვირია, თანაც გვამი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე მწირ ინფორმაციას იძლევა. ძიების პროცესში „მაიკროსოფტმა“ საიდუმლო გამოგონების ტესტირებაზე მიიწვია. გრისვოლდს ეგონა, ვირტუალურ რეალობას უჩვენებდნენ. თუმცა მათ უკეთესი რამ, შერეული რეალობის მოწყობილობა, „ჰოლოლენსი“(HoloLens) უჩვენეს, რომელიც მომხმარებელს გარშემო არსებულ ფონზე ჰოლოგრამების დანახვის საშუალებას აძლევდა.
მოწყობილობის გაკეთებისას გრისვოლდმა მარსის ზედაპირზე გადაინაცვლა. მის გვერდით NASA-ს მეცნიერი იდგა. ისაუბრეს კიდეც, მაგრამ მეცნიერი ჰოლოგრამა გახლდათ. ნამდვილი ადამიანი გვერდზე ოთახში იმყოფებოდა, მარსის გარემო კი ხომალდიდან მიღებული ფოტოებით იყო აწყობილი: „მივხვდი, რომ იმ დღეს სამყარო შეიცვალა“. მოწყობილობა სწავლის პროცესში ფასდაუდებელი იქნებოდა.
გრისვოლდმა და მისმა კოლეგებმა Case Western Reserve University-დან და კლივლენდის კლინიკიდან „ჰოლოლენსისთვის“ ისეთი პროგრამის შემუშავება გადაწყვიტეს, რომელიც რევოლუციური გახდებოდა ანატომიის გაკვეთილებისთვის. შარშან მათ „ჰოლოანატომია“, საცდელი აპლიკაცია გამოუშვეს, რომელსაც ადამიანის ძვლებისა და ორგანოების გამოსახულება სამგანზომილებიან მოდელში გადააქვს და სტუდენტებს მათზე დაკვირვების საშუალებას ნებისმიერი კუთხიდან აძლევს.
ვირტუალურ რეალობას მომხმარებელი ალტერნატიულ სამყაროში გადაჰყავს. ჰოლოლენსი კი განსხვავებულია: „ფიზიკური და ჰოლოგრაფიული ობიექტები რეალურ დროში თანაარსებობს“, – ამბობს ლორეინ ბარდინი „მაიკროსოფტიდან“. სტუდენტებს მასწავლებლის, ჯგუფელების და ჰოლოგრაფიული გამოსახულებების ერთდროულად დანახვა შეეძლებათ.
„ჰოლოლენსი“ უკვე გამოიყენება ავიაციასა და მოდის დიზაინშიც. ლიფტის ტექნიკოსები უწესრიგობის დასადგენად იყენებენ, არქიტექტორები – ნახაზების ჰოლოგრაფიული ვერსიების შესაქმნელად.
2019 წლისთვის Case Western-ი „ჰოლოლენსის“ დახმარებით, ანატომიის ლაბორატორიის შექმნას გეგმავს. „ეს ტექნოლოგია ყველაზე იქონიებს გავლენას“, ამბობს გრისვოლდი.