იხეირებს ვინმე?
ჯერ ბუნდოვანია, რომელი ცხოველი დაზარალდება და რომელი იხეირებს
კლიმატი იცვლება. იმდენად მკვეთრად, რომ ხმელეთი და ზღვები ტრანსფორმირდება, რაც ყველა სასიცოცხლო ფორმაზე ზემოქმედებს.
სათბური აირებით გამოწვეული მაღალი ტემპერატურა ამ პროცესის მხოლოდ დასაწყისია. მას მოჰყვება ექსტრემალური ამინდი, გამრავლებისა და მიგრაციის სეზონებისა თუ საკვების ხელმისაწვდომობის ცვლილება, ახალი დაავადებები, ყინულის სწრაფი დნობა და ზღვის დონის მატება. შედეგები ყოვლისმომცველი იქნება.
„ეს შეუქცევადი პროცესია, – ამბობს ჯეიმს უოტსონი, ველური ბუნების კონსერვაციის საზოგადოების „გლობალური კლიმატის ცვლილების პროგრამის“ ხელმძღვანელი, – ველური ბუნება, რომელიც 10 ათასი წელი შედარებით სტაბილური კლიმატის პირობებში არსებობდა, არასდროს მდგარა მსგავსი გამოცდის წინაშე“.
„გამარჯვებულებსა“ და „დამარცხებულებზე“ მეცნიერების პროგნოზები ყოველთვის ზუსტი არაა. ის მაინც თუ შეგვიძლია, რომ პროცესი შევანელოთ?
სრული ვერსია წაიკითხეთ ნოემბრის ნომერში.