
იმედია, ყველა შევძლებთ 2022 წლის ბოლოს დღესასწაულების ეკომეგობრულად აღნიშვნას
ეკომეგობრული სიმწვანე
ყოველი შობის შემდეგ მილიონობით სოჭი, ფიჭვი და ნაძვი ნაგავსაყრელებზე ხვდება, იხრწნება და გარემოში მეთანს გამოყოფს. თუმცა დღეს ზოგი კომპანია აშშ-ში სადღესასწაულო ხეებს აქირავებს, წლის დანარჩენ მონაკვეთში კი მათ საგულდაგულოდ უვლის. ბუნებრივი დეკორაციების შექმნა ჩამოცვენილი ტოტებისგან შეგიძლიათ.
აირჩიეთ ჯანსაღი ნათება
სადღესასწაულო სანთლების დანთებისას დაფიქრდით, როგორ იქმნება ისინი. მათ ხშირად ნავთობპროდუქტისგან, პარაფინის ცვილისგან ამზადებენ. ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივები სოიისგან, ფუტკრის ცვილისგან და ქოქოსის ცვილისგან მზადდება. ხელოვნურ განათებას თუ იყენებთ, შუქდიოდური ნათურები ეკომეგობრული არჩევანია.
დაზოგეთ სასაჩუქრე შეფუთვაზე
ნარჩენების გადამუშავების მონაცემთა ბაზის, Earth911.com.-ის ინფორმაციის მიხედვით, ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად 1 მილიონ კილოგრამზე მეტი შესაფუთი ქაღალდი ხვდება. იაპონური ტრადიცია, furoshiki, რომელიც საჩუქრების მრავალჯერად ნაჭერში შეხვევას გულისხმობს, გარემოს საფრთხეს არ უქმნის.
ყურადღება მიაქციეთ ნარჩენებს
დღესასწაულები ხშირად საკვებით გადატვირთულ სუფრებს გულისხმობს. გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამა იუწყება, რომ ყოველწლიურად ადამიანებისთვის წარმოებული საკვების მესამედი ნაგავში იყრება. საკვების გადაყრის ნაცვლად მოიძიეთ ორგანიზაციები, რომლებიც მათი გადანაწილებით არიან დაკავებულნი.

პლანეტის დახმარების შესახებ სხვა ამბების მოსაძიებლად გადადით ბმულზე nationalgeographic.ge/category/planet