„ოტავალოში, სადაც გრძელი თმა ტრადიციულია როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის, ეს წყვილი კიჩუას კულტურის გამძლეობას წარმოაჩენს“.
ვერნინგი 19 წელია აღბეჭდავს ლათინური ამერიკის ტრადიციებს გრძელ თმასთან დაკავშირებით. ის ეკვადორში, ქალაქ ოტავალოში ფესტივალზე შეხვდა ჯოსბელ მაქსიასს და კატერინი პუპიალესს. ამ წყვილმა ფოტოგრაფი თავის საყვარელ ადგილას მიიყვანა, საიდანაც იმბაბურის ვულკანი ჩანს.