
იყო ერთი საკვამური
1989 წელს რუმინეთში კომუნიზმის დასრულებასთან ერთად ადგილობრივი მრეწველობა შენელდა. კერძო მფლობელებმა ძველი ფოლადსასხმელი ქარხნების უმეტესობა აიღეს
National Geographic-ის 1975 წლის გამოცემის ამ ფოტოზე გამოსახული კვამლი ჰუნედოარას (რუმინეთი) ცაში ღრუბლებს აქეთ-იქით აწვება. ქალაქის ლითონის დამამუშავებელი ქარხანა, რომელიც 1884 წელს გაიხსნა, ერთ დროს ფოლადის ყველაზე პროდუქტიული მწარმოებელი იყო ქვეყანაში. ფოტოს წარწერა გვამცნობს. რომ „ჰუნედოარას მხოლოდ ორი ახალი მარტენის ღუმელიც კი 20-ჯერ მეტ ფოლადს აწარმოებს, ვიდრე მთელი ქარხანა ერთი თაობის წინ.“ 1989 წელს რუმინეთში კომუნიზმის დასრულებასთან ერთად ადგილობრივი მრეწველობა შენელდა. კერძო მფლობელებმა ძველი ფოლადსასხმელი ქარხნების უმეტესობა აიღეს.
თუმცა კიდევ ერთი ძველი ნაგებობა კვლავ დგას ჰუნედოარაში. კორვინის ციხე-სიმაგრე (ცენტრში, მარჯვნივ), რომლის დიდი ნაწილიც მე-15 საუკუნეშია აგებული, მრავალი თაობის დიდგვაროვანთა სასახლეს წარმოადგენდა. ტრანსილვანიური სასახლის სტუმრებს შორის იყო ვლად III (ვლად „სარზე გამსმელის“ სახელით ცნობილი). სწორედ ეს ადამიანი გახდა მწერალ ბრემ სტოკერის ნაწარმოების პერსონაჟის, გრაფ დრაკულას პროტოტიპი.