ჯგუფური კონტროლი
პინგვინების მსგავსად, სხვა ფრინველებიც ქმნიან გუნდებს
საიმპერატორო პინგვინებს ერთად ყოფნა უყვართ. რატომ? ეს, ანტარქტიდაში -51°C-ზე კვერცხებზე მჯდომ მამრებს სითბოს შენარჩუნებასა და ენერგიის დაზოგვაში ეხმარება. „საცობებში“ პინგვინები შეთანხმებულად მოქმედებენ. აღმოჩნდა, რომ თუ ერთი ფრინველი რამდენიმე სმ-ით მაინც, შეიცვლის ადგილს, მოძრაობის ტალღა მთელ გუნდს მოედება და ყველა მის მოძრაობას უწყობს ფეხს.
პინგვინების მსგავსად, სხვა ფრინველებიც ქმნიან გუნდებს, თევზებიც. „მაგრამ, საიმპერატორო პინგვინები სხვებისგან განსხვავებით, ცდილობენ მაქსიმალურად მიუახლოვდნენ ერთმანეთს (სითბოს შესანარჩუნებლად)“, – ამბობს ნიურნბერგის უნივერსიტეტის ფიზიკოსი რიჩარდ გერუმი. პინგვინთა თავშეყრის მისეულმა მოდელმა, შესაძლოა, ოდესმე საგზაო მოძრაობაც მოაწესრიგოს. პინგვინის მოძრაობასა და მისი მეზობლების საპასუხო ქმედებას თუ მივბაძავთ, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მძღოლებისგან მიტოვებულმა მანქანებმა რამდენიმე სანტიმეტრით გვერდზე გაიწიონ.