ვინ:
კაი ნგუიენი, კომპიუტერული თამაშების ანიმაციის დირექტორი მონრეალში, კვებეკი.
სად:
კენგურუებით ცნობილ სანაპიროზე ჰილსბოროს კონცხის ეროვნულ პარკში კვინსლენდში, ავსტრალია.
რა:
კამერა Sony a7R II Sony FE 55mm F1.8 ლინზით
ამბავი:
ნგუიენი ოჯახის შვებულებას თავისი „აუცილებლად გადასაღები ფოტოების სიის“ მიხედვით გეგმავს. როდესაც კენგურუების გადაღება დააპირა, Google Earth-მა იგი ავსტრალიის ერთ სანაპიროზე მიიყვანა, რომელსაც კენგურუების თავშეყრის ადგილს უწოდებენ. იქ ათობით დიდი და პატარა კენგურუ დახვდა, რომლებიც სანაპირო ტალღებში დაეძებდნენ წყალმცენარეებს. ორი მათგანი ჭიდაობდა – ერთი უფრო მონდომებული ჩანდა, ვიდრე მეორე. „პატარამ ჩემი შვილი მომაგონა“, ამბობს ნგუიენი.
შემოუერთდი National Geographic-ის Your Shot-ის საზოგადოებას და გააზიარე შენი კადრი YourShot.ngm.com.