კაიაპოს ტომის ბრძოლა
აქ ნისლში ჩაძირულ უღრან ტყეში ინდიელთა ქვეყანა გადაშლილა, სიდიდით, დაახლოებით ისლანდიის ტოლია და მსოფლიოში ხელუხლებელი ტროპიკული ტყეების უდიდეს ტერიტორიას წარმოადგენს


კაიაპოს ტომის ბრძოლა
აქ ნისლში ჩაძირულ უღრან ტყეში ინდიელთა ქვეყანა გადაშლილა, სიდიდით, დაახლოებით ისლანდიის ტოლია და მსოფლიოში ხელუხლებელი ტროპიკული ტყეების უდიდეს ტერიტორიას წარმოადგენს
სტატიის ავტორი ჩიპ ბრაუნი გაგაცნობთ ამაზონის აუზში მცხოვრებ კაიაპოს ხალხს, რომელიც ჯერ კიდევ ტომობრივი წესით ცხოვრობს; მუდამ საფრთხის წინაშეა, მაგრამ საოცრად სიცოცხლისუნარიანი, ურყევი და დაუმარცხებელია.
აქ ნისლში ჩაძირულ უღრან ტყეში ინდიელთა ქვეყანა გადაშლილა, სიდიდით, დაახლოებით ისლანდიის ტოლია და მსოფლიოში ხელუხლებელი ტროპიკული ტყეების უდიდეს ტერიტორიას წარმოადგენს. ამ ნაკრძალს 9000 ადგილობრივი მცხოვრები აკონტროლებს. მათი უმრავლესობა წერა-კითხვის უცოდინარია, 44 სოფელში მარტივ საარსებო ცხოვრების წესს მისდევენ და ერთმანეთს მხოლოდ მდინარეებითა და თითქმის უხილავი ბილიკებით უკავშირდებიან.
ერთ-ერთი სოფელი, სახელად კენჯამი უხსოვარი დროის დასახლებას ჰგავს, თუმცა მხოლოდ 1998 წელს დაარსდა, როცა ბელადი პუკატირე და მისი მიმდევრები ხეების ჭრასთან დაკავშირებული დავის შემდეგ, მდინარე ირირის აყოლებაზე მცხოვრებ პუკანუს ტომს გამოეყვნენ. ახლა ტომი 187 ადამიანისგან შედგება. და მიუხედავად კლასიკური იერსახისა, დასახლებას ისეთი დანამატებიც ამშვენებს, რაც პუკატირეს წინაპრების დიდ გაკვირვებას გამოიწვევდა, მაგალითად: მთავრობის აშენებული სამედიცინო კაბინეტის გენერატორი, ეკლიანი მავთულხლართით შემოღობილი მზის ბატარეების ბლოკი და გადაჭრილ პალმის ხეებზე აღმართული სატელიტური ანტენის თეფშები.
სრული ვერსია წაიკითხეთ იანვრის ნომერში.