
კატების მუსიკალური გემოვნება
მეცნიერთა დაკვირვებით, კატები არად აგდებდნენ კლასიკურ მუსიკას, საგანგებოდ მათთვის შექმნილი ტონალობების მიმართ კი გადაჭარბებული რეაქცია აქვთ
ცოტა ხნის წინ, გამოიკვლიეს, როგორ რეაგირებდნენ კატები მუსიკაზე. მათ ჩართული რადიო დაუტოვეს და ჩვეულებრივ მუსიკასთან ერთად, კატისებრთა ხმებიც მოასმენინეს. აღმოჩნდა, რომ ადამიანთა მუსიკა არც ისე კარგად მოქმედებს მათზე. მეცნიერთა დაკვირვებით, კატები არად აგდებდნენ კლასიკურ მუსიკას, საგანგებოდ მათთვის შექმნილი ტონალობების მიმართ კი გადაჭარბებული რეაქცია აქვთ. „ჩვენ ვცდილობთ, რომ ადამიანები დავაფიქროთ, თუ რატომ უკრავენ მუსიკას და სინამდვილეში, ვისთვის მოაქვს მას სარგებლობა“, – ამბობს ვისკონსინის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ჩარლზ სნოუდონი.