
კეიტ ორფი
ორფის დიზაინის სტუდია Scape და ნიუ-იორკის შტატი ერთად ახორციელებენ პროექტს “ცოცხალი ტალღასაჭრელები” სტეიტენ-აილენდზე, რომელიც 2012 წელს ძლიერ დაზიანდა
ლანდშაფტის დიზაინი ანთროპოცენისთვის
კეიტ ორფისთვის ადგილების გალამაზება არაა საკმარისი. ლანდშაფტის არქიტექტორის სურვილია, ისინი კლიმატის ცვლილებისა და მისი ექსტრემალური შედეგებისთვის ადაპტირებული გახადოს. მისი თქმით, „ადამიანები პლანეტის ყოველ კვადრატულ სანტიმეტრზე ზემოქმედებენ“. მისი მიზანია, ეს ზემოქმედება პოზიტიურად გარდაქმნას.
ორფის დიზაინის სტუდია Scape და ნიუ-იორკის შტატი ერთად ახორციელებენ პროექტს “ცოცხალი ტალღასაჭრელები” სტეიტენ-აილენდზე, რომელიც 2012 წელს ძლიერ დაზიანდა.
ტალღასაჭრელები სამმაგ საქმეს შეასრულებს: დაიცავს ნაპირს მომავალი ქარიშხლებისა და ეროზიისგან, განაახლებს ზღვის ჰაბიტატს რარიტანის უბეში და სანაპიროს გასწვრივ მაცხოვრებლებისთვის შექმნის ადგილს, სადაც ისინი ეკოსისტემაზე ინფორმაციის მოპოვებასა და მასთან ურთიერთქმედებას შეძლებენ.
ორფი, რომელიც კოლუმბიის უნივერსიტეტის მედეგი ქალაქებისა და ლანდშაფტების ახალ ცენტრს ხელმძღვანელობს, ლანდშაფტის დიზაინს „აქტივიზმის კუთხით“ უდგება. მას სურს, რომ მისი შექმნილი დიზაინი „ხიდი იყოს ბუნებასა და კულტურას, სოციოლოგიასა და ეკოსისტემებს შორის“.
ორფი ადამიანებს მოუწოდებს, აქტივისტი დიზაინერები გახდნენ. მისი თქმით, ამ დრამატული ეკოლოგიური ცვლილებების ხანაში სახიფათოა „დედამიწას ვუყუროთ პასიურად, როგორც მხოლოდ ესთეტიკურ ფონს“.