ვინ:
ესპანელი ფოტოგრაფი, რომელიც საბუნებისმეტყველო თემატიკასა და ველურ ცხოველთა კონსერვაციაზე მუშაობს
სად:
მინდოს შემოგარენში, ეკვადორი
რა:
Sony Alpha 7R IV, 90 მმ ლინზა და ორი დამატებითი ბლიცი
ამბავი:
ეკვადორის ნოტიო ტროპიკულ ტყეებში დიდი რაოდენობით მცენარე და ცხოველი ბინადრობს. კიტოს დასავლეთით, სოფელ მინდოსთან ასნარმა, ველური ბუნების გამორჩეული კადრების ძიებაში, ოთხი დღე და ღამე მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში გაატარა. ბოლო საღამოს მან არაერთი გველი, კალია, ობობა, ხის ბაყაყი და მრავალფეხა იპოვა, ასევე ფოტო გადაუღო ამ ფოტოგენურ Mycena-ს გვარის სტაფილოსფერ სოკოებს, რომლებიც ხის მორს დაშლაში ეხმარება. წვიმის მატებასთან ერთად, ის ამ პაწაწინა კომპოზიციის გადაღებას შეუდგა.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.