
კიდევ ერთი მწვანე რევოლუცია
გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება
XX საუკუნეში კაცობრიობამ ასე თუ ისე შეძლო მალთუსის თეორიის (მოსახლეობის ზრდისა და სურსათით უზრუნველყოფის კავშირი) გაბათილება. მოვახერხებთ ამ მდგომარეობის შენარჩუნებას XXI საუკუნეშიც, თუ გარდაუვალია გლობალური კატასტროფა?
გაეროს პროგნოზით, 2050 წლისთვის პლანეტის მოსახლეობა 2 მილიარდით გაიზრდება. ნახევარი სუბსაჰარულ აფრიკაში დაიბადება, ხოლო 30% – სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ეს ის რეგიონებია, სადაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები – გვალვა, ანომალიური სიცხე და სხვა სტიქიური მოვლენები (ექსტრემალური ამინდი), სავარაუდოდ, ყველაზე საგრძნობი იქნება. გასული წლის მარტში, ექსპერტთა მთავრობათშორისმა ჯგუფმა გაგვაფრთხილა, რომ სურსათის მარაგი მსოფლიოში უკვე ამოწურვის პირასაა. „ბოლო 20 წელიწადში მოსავლიანობის ზრდის ტემპი შემცირდა, განსაკუთრებით – ბრინჯის, ხორბლისა და სიმინდის“, – ამბობს პრინსტონის უნივერსიტეტის კლიმატოლოგი და კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი ექსპერტების ჯგუფის (IPCC) ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი მაიკლ ოპენჰაიმერი. „ზოგან მოსავლის რაოდენობა საერთოდ აღარ იზრდება. ვფიქრობ, სასურსათო სისტემის მოშლა უდიდეს გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილებაზე“.
ნახევარი საუკუნის წინ, კატასტროფა ასევე გარდაუვალი ჩანდა. ფორდის ფონდში გლობალურ შიმშილზე საუბრისას (1959 წ.), ერთი ეკონომისტი ამბობდა: „მომავალ ათწლეულებში სამყაროს პროგნოზი საუკეთესო შემთხვევაში მძიმეა, უარესში – შემაძრწუნებელი“.
სრული ვერსია წაიკითხეთ ოქტომბრის ნომერში.