
კლიმატით დატყვევებულნი
გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფმა 200-მდე სახეობამ ხელსაყრელი კლიმატური პირობები, შესაძლოა, სათანადო ტემპერატურით, ნალექებითა და სეზონის ცვლილებით გამორჩეულ სხვა ადგილებში იპოვოს
ოდიუბონის ეროვნული საზოგადოების კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილება საუკუნის ბოლომდე 314 სახეობის ფრინველს საბინადრო არეალს შეაცვლევინებს. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფმა 200-მდე სახეობამ ხელსაყრელი კლიმატური პირობები, შესაძლოა, სათანადო ტემპერატურით, ნალექებითა და სეზონის ცვლილებით გამორჩეულ სხვა ადგილებში იპოვოს, თუმცა 126 სახეობა ვერსად წავა. „ჩრდილოეთ ამერიკის სახეობების ნახევარი გადაშენების პირასაა“, – ამბობს ოდიუბონის სამეცნიერო ხელმძღვანელი გერი ლენგემი.
მაგრამ, ლენგემი იმედს არ კარგავს. კვლევის ფარგლებში 100 კვ/კმ ფართობზე ხელსაყრელი კლიმატის რუკები შეიქმნა. მისი თქმით, „ყოველი სახეობის ხელსაყრელი კლიმატური არეალის რუკაზე აღნიშვნა და საფრთხის დონის განსაზღვრა კონსერვაციაში გვეხმარება“.