
"კოლცო" მთა
ნართების ეპოსის უძველესი ლეგენდა რაინდ არეფის საგმირო საქმეებზე მოგვითხრობს
ჩრდილოეთ კავკასიაში, ბორგუსტანის ქედის მარცხენა მხარეს, უცნაური ფორმის მთები მდებარეობს. მათი ფორმირება საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივი კლიმატური პირობების ზეგავლენით ხდებოდა. თავისი ფორმით ყველაზე გამორჩეულია მთა „კოლცო“. იგი კისლოვოდსკის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მთა გამჭოლია და ბეჭდის ფორმა აქვს. მისი ღიობი დაახლოებით 8 მეტრის დიამეტრისაა.
ნართების ეპოსის უძველესი ლეგენდა რაინდ არეფის საგმირო საქმეებზე მოგვითხრობს. მტერზე მის გამარჯვებას სწორედ „კოლცოს“ ჯადოსნურ თვისებებს უკავშირებენ. გადმოცემის თანახმად, შეიარაღებული რაინდი ღიობში გავლისას ბრძოლაში დაუმარცხებელი ხდებოდა.
მთა „კოლცო“ შედის ლერმონტოვის სახელობის მუზეუმ-ნაკრძალის შემადგენლობაში. ის შორიდანვე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. მთიდან კისლოვოდსკის უმშვენიერესი ხედები იშლება და კარგ ამინდში იალბუზიც კი ჩანს.