ვინ:
კოლორადოში მცხოვრები ფოტოგრაფი, რომელიც ყურადღებას ამახვილებს პეიზაჟებსა და არქიტექტურაზე
სად:
ალბუკერკე, ნიუ-მექსიკო
რა:
Canon EOS 7D კამერა 1200 მილიმეტრზე დაყენებული ტელეფოტოობიექტივით
ამბავი:
2012 წლის რგოლისებრი მზის დაბნელების მოახლოებისას პინსკი კარგი ხედის მოსაძებნად ნიუ-მექსიკოში გაემგზავრა. მან იპოვა ადგილობრივი პარკი, დაუმიზნა თავისი კამერა ჰორიზონტს და დაელოდა. ამ ციური მოვლენის მიმდინარეობისას, მისი კამერის ხედვის არეში მამაკაცი შევიდა და იდეალურ წერტილში მოთავსდა. პინსკის სუნთქვა შეეკრა, სანამ ღილაკზე ხელს დააჭერდა და ფოტოს გადაღებას მოასწრებდა. რგოლისებრი მზის დაბნელების ხილვა აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში შესაძლებელი იქნება 14 ოქტომბერს, ხოლო სრული დაბნელების – 2024 წლის 8 აპრილს.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.