რთულია, წარმოიდგინო კოლონიის დამაარსებლები თავიანთი საყვარელი დაპუდრული პარიკის გარეშე. XVIII საუკუნის ამერიკის ვარცხნილობები სიცოცხლეს ვირჯინიის ისტორიის მუზეუმში, კოლონიურ უილიამსბურგში აგრძელებენ. აქ პარიკების ოსტატი, დები ტურპინი ქმნის და უვლის პარიკებს, რომლებსაც ადგილზე მომუშავე კოსტიუმირებული გიდები ატარებენ. საუბრისას ტურპინი ახსენებს, რომ პარიკი მარკიზ დე ლაფაიეტს (უფრო სწორად, ფრანგ არისტოკრატად გადაცმულ მუზეუმის გიდს) უნდა გადასცეს. ტურპინის თქმით, „ასეთ სახელოსნოს სხვაგან ვერსად იხილავთ“.
1 და 2. დასახვევი უთო
ცხელი მაშები საფეთქლებთან პარიკის თმის დასახვევად გამოიყენებოდა.
3. საპარსი მოწყობილობა
ფოლადის სამართებელი, თითბრის თასი და ჯაგრიანი ფუნჯი.
4. ფორმალური პარიკი
თეთრი პარიკები (აქ ნაჩვენებია ძუის) განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენებოდა.
5. ნიღაბი დაპუდვრისას პარიკის მატარებელს შუბლზე პუდრის დაყრისგან იცავდა.
6. სავარცხელი მზადდებოდა საქონლის ან ირმის რქისგან. მარცხენა – ქალის, მარჯვენა – კაცის.
7. ნაწნავი უკან მაგრდებოდა და თმას აგრძელებდა.
8. საჩეჩელი თმიდან კვანძების მოსაშორებლად გამოიყენებოდა.
9. სახაზავი
სანამ თმა კონებად შეიკვრებოდა, მას საგულდაგულოდ ზომავდნენ.
10. საბერველი
ამ მოწყობილობით პარიკს პუდრს აფრქვევდნენ.
11. კონუსი დაპუდვრისთვის
ძლიერი დაპუდვრისას ამ მოწყობილობაში სახის შეყოფა და სუნთქვა შეიძლებოდა.
12. ვარდისფერი პუდრი
შეფერილი პუდრით ვარცხნილობას და ჩაცმულობას ერთმანეთს უხამებდნენ.
13. ხის თავი და ბადე დამკვეთის თავის ზომის მიხედვით იქმნებოდა.
14. აბრეშუმის ძაფი გამოიყენებოდა თმის კონების ბადეზე მისაკერებლად.