
კოსმოსი დედამიწაზე
ოთახში მოთავსებული კოსმოსური ხომალდი დაკიდებული იყო ჰიდრავლიკურ კარდანულ სახსარზე
ტეხასი, 1960-70 წწ. აეროკოსმოსური ფრენის პილოტირებული მოდელი. დალასში, ასტრონავტი სამართავ მექანიზმს პილოტის კაბინაში ამოწმებს.
ოთახში მოთავსებული კოსმოსური ხომალდი დაკიდებული იყო ჰიდრავლიკურ კარდანულ სახსარზე. ის საშუალებას აძლევდა ნამდვილი კოსმოსური შატლის მსგავსი მოძრაობები შეესრულებინა: „ცხვირით ქვემოთ, ან ზემოთ“, დაწერა საფრენ აპარატზე ერთ-ერთმა გაზეთმა. მოდელს გარს ერტყა სფერული ეკრანი, დედამიწისა და მთვარის გამოსახულებებით. სპიკერების მიერ ზუზუნით გადმოცემული რაკეტის მოტორების გუგუნი რეალურობის განცდას ამძაფრებდა. ხოლო საფრენი აპარატის საყრდენი და პილოტის სკამი ვიბრირებდა.