კრისტალების სამეფო
კამერიანი მიკროსკოპისა და დიდი მოთმინების უნარის საშუალებით ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების თვალწარმტაცი სახე ვლინდება.

კრისტალების სამეფო
კამერიანი მიკროსკოპისა და დიდი მოთმინების უნარის საშუალებით ზოგიერთი ქიმიური ნივთიერების თვალწარმტაცი სახე ვლინდება.
ჩვეულებრივი ნივთიერებებისგან ფოტოგრაფი არაჩვეულებრივად მომხიბვლელ სამყაროს ქმნის.
რას ხედავთ ამ გამოსახულებებზე? პალმის ფოთლებს? ფრინველთა კაშკაშა ბუმბულებს? პიტერ ვოიჩიკოვსკი გვთავაზობს, მათში სრულიად ახალი რამ დავინახოთ. „იმედია, ფანტაზიას გააღვიძებთ“, – ამბობს იგი.
სალიცილის მჟავა და რძემჟავა, კანის მოვლის საშუალებებში გამოყენებული ნივთიერებები შეერთებისას ოქროსფრად და ლურჯად ელვარებს.
ვოიჩიკოვსკი მხოლოდ მაშინ მუშაობს, როდესაც მშვიდადაა. მისი თქმით, „თუ ისტრესები, ვერ დაინახავ გამოსახულებებს“, როგორიც ეს ასკორბინის მჟავის, ანუ C ვიტამინის ფოტოა.
გამდნარი და შემდეგ გაგრილებული გოგირდი მიკროკრისტალების კანიონს წარმოშობს. ვოიჩიკოვსკი კვირების მანძილზე არჩევს იდეალურ გამოსახულებას.

გერმანიაში მცხოვრებმა ვოიჩიკოვსკიმ 1980-იან წლებში ჟურნალში მიკროკრისტალების ფოტოების ნახვის შემდეგ მიკროსკოპი შეიძინა. მას სურდა გამოევლინა შეუიარაღებელი თვალისთვის უჩინარი საოცრებათა სამყარო. ეს ფორმები იქმნება ლაბორატორიულ მინის ფირფიტებზე ქიმიური ნივთიერებების გახურებით (მაგალითად, ზემოთ გამოსახული აცეტამინოფენი) ან მათი წყალთან, ან სპირტთან შერევით. ნივთიერებების გაგრილების ან გაშრობისას კრისტალები ჩნდება. ეს პროცესი უკიდურესად ფაქიზია და მცირე ვიბრაციითაც კი ნადგურდება. ამიტომ ფოტოგრაფი იყენებს დისტანციურად მართვად ობიექტივის ჩამკეტს და მუშაობს ღამით, როდესაც მანქანების ნაკლები მოძრაობაა. „დაწყებისას არასოდეს იცი, რას დაინახავ“, – ამბობს იგი.