ვინ:
ბუნების დაცვის თემაზე მომუშავე ფოტოგრაფი, მწერალი და თავგადასავლების მოყვარული
სად:
გალაპაგოსის კუნძული სანტა-კრუზის ტალღასაჭრელ ბულვარზე
რა:
Sony A7R3 კამერა და 100-400მმ-იანი ლინზა
ამბავი:
გალაპაგოსზე ყოფნისას კამერები მოიმარჯვეთ. მთელი დღის განმავლობაში ზღვის ლომებთან ერთად ცურვის შემდეგ კოქტეილის დასალევად დამჯდარმა მიტერმაიერმა ახლომახლო ვულკანურ ქანებზე შემომსხდარი ათასობით კიბორჩხალა (Grapsus grapsus) შენიშნა. ამ ცნობილ კუნძულებზე ველური ბუნება უხვია, თუმცა სულ უფრო საფრთხეშია. კიბორჩხალებისთვის ფოტოების გადაღების შემდეგ მიტერმაიერმა სანაპიროზე გაისეირნა, სადაც ათასობით პლასტმასის ბოთლი და პოლიეთილენის პარკი აღმოაჩინა – ნაგავი, რომელიც კუნძულისა და მთელი პლანეტის ველურ ეკოსისტემას ახრჩობს.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia