
კუს ნაკვალევზე
ამჟამად ფუენტესი ბაჰამის კუნძულებზე კონცენტრირდება; იქაურმა მთავრობამ პირობა დადო, რომ თავისი წყლების 20 პროცენტს დაცულ ტერიტორიად გამოაცხადებს
70-კილოგრამიანი ზღვის კუს ნავზე ამოთრევა მარტივი ნამდვილად არაა, მაგრამ საზღვაო კონსერვაციის ბიოლოგი მარიანა ფუენტესი სწორედ ასე იქცევა ამ გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი რეპტილიების გადასარჩენად.
ამჟამად ფუენტესი ბაჰამის კუნძულებზე კონცენტრირდება; იქაურმა მთავრობამ პირობა დადო, რომ თავისი წყლების 20 პროცენტს დაცულ ტერიტორიად გამოაცხადებს.
თავდაპირველად სკაროსებით დაინტერესებული ფუენტესი სამშობლოში – ბრაზილიაში სტაჟირებისას საუკუნის განმავლობაში მცხოვრებმა ზღვის კუებმაც მოხიბლეს. „ზღვის კუების თვითგადარჩენის ჟინმა მათი დაცვა მომანდომა“, ამბობს ის.