
ლილიგოლ სედაგა
იგი ახლებურ დატვირთვას ანიჭებს გამოთქმას: „ნაკლები დანახარჯი, ნაკლები პრობლემაა“ და ნარჩენებს ღირებულ რესურსად მოიხსენიებს
ბანანის ქერქი და პლასტმასის ჩხირი ვიღაცისთვის ნაგავია, ეკოლოგი ლილიგოლ სედაგასთვის კი – ღირებული საქონელი. National Geographic-ის 27 წლის მკვლევარი 2 წელიწადი მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო ნაგვის გამოუყენებელი პოტენციალის წარმოსაჩენად. ხაზოვან ეკონომიკაში რესურსი ერთჯერად პროდუქტად იქცევა და ამიტომ „მდგრადი აღარ არის“, – ამბობს სედაგა. იგი მიზანად ისახავს წრიული ეკონომიკის განვითარებას, რომლის მიხედვით „ადამიანი მაქსიმალურად იყენებს რესურსს და ამით ნარჩენებს ამცირებს“. 2017 წლიდან სედაგა ნარჩენების მართვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ სისტემას იკვლევს: ტაივანი მუნიციპალური ნაგვის ნახევარზე მეტს გადაამუშავებს და ნაგავსაყრელებზე მხოლოდ ერთ პროცენტს უშვებს. სედაგასთვის ტაივანი ნულოვანი ნარჩენების მქონე ეკონომიკის მაგალითია. სედაგას აზრით, „ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ისინიც ნარჩენების სისტემის ნაწილს წარმოადგენენ, მათ სიტუაციის შეცვლა და უფრო მდგრადი ცხოვრების წესით ცხოვრება შეუძლიათ, თანაც ჩვენი ნაგავი არ უჩინარდება, ის სადღაც ხვდება და სხვას ვნებს“.
გაიგეთ მეტი პლასტმასის ნარჩენებზე და მათ შესამცირებლად ხელი მოაწერეთ პეტიციას ბმულზე: natgeo.com/plasticpledge