ვინ:
ფოტოხელოვანი და დოკუმენტალისტი სან-ფრანცისკოდან
სად:
პაინდეილის რეგიონული ოფისი – უაიომინგის ნადირობისა და თევზაობის მაკონტროლებელი სამსახური
რა:
Mamiya Leaf Aptus-ის კამერა 55 მმ-იანი ლინზით
ამბავი:
დასავლეთ უაიომინგში არასეზონურ დროს უკანონოდ მონადირე ადამიანების გამოსაჭერად ნადირობისა და თევზაობის მაკონტროლებელი სახელმწიფო სამსახურის რეინჯერები პერიოდულად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს მიმართავენ: მთის ხეობებში ცხენირმის ფიტულს დგამენ და მოფარებულ ადგილას ელოდებიან, რომ მას ვინმემ ესროლოს. ეს ცხენირემი, დეპარტამენტის პაინდეილის რეგიონულ ოფისში იყო „შვებულებაში“, როდესაც მას ფოლიამ გადაუღო ფოტო. იდეალური ფოტოა ფოლიას ბოლო გამოფენისა და წიგნისთვის „ადამიანური ბუნება“, რომელიც ადამიანებისა და ველური ადგილების ურთიერთდამოკიდებულებაზე მოგვითხრობს.
წარმოგიდგენთ ფოტოებს ჩვენი ინსტაგრამის გვერდებიდან. National Geographic-ი ყველაზე პოპულარული გვერდია ინსტაგრამზე, გამოგვყევით თქვენც: instagram.com/natgeogeorgia