
მაღალი მისია
სოლის ფორმის შენობის ეს ფოტო მეხუთე ავენიუდან იყო გადაღებული და National Geographic-ის 1918 წლის ივლისის ნომრის სტატიაში „ნიუ-იორკი - კაცობრიობის მეტროპოლია“, დაიბეჭდა
1902 წელს, უცნაურ სამკუთხედში, რომელსაც მეხუთე ავენიუ, ბროდვეისა და 23-ე ქუჩების გადაკვეთა ქმნიდა, ფლატირონ-ბილდინგი (ნიუ-იორკის ერთ-ერთი პირველი ცათამბჯენი) აღმართეს. თავდაპირველად შენობა ოცსართულიანი იყო. 1905 წელს ოცდამეერთეც დაემატა. სოლის ფორმის შენობის ეს ფოტო მეხუთე ავენიუდან იყო გადაღებული და National Geographic-ის 1918 წლის ივლისის ნომრის სტატიაში „ნიუ-იორკი – კაცობრიობის მეტროპოლია“, დაიბეჭდა. მისი ავტორი ჯოზეფ შოუალტერი აღნიშნავდა, რომ „ნიუ-იორკი ინტერესს აღგიძრავს და წარმოსახვას გიძლიერებს. სულ ერთია, რა კუთხიდან და რა საშუალებით უყურებ მას“.