მაჰაგონის გვირგვინი
პერუში ხე-ტყის უკანონო ჭრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა წითელი ხე (მაჰაგონი), რომელიც სპეციფიკური სტრუქტურისა და გამძლეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საშენი მასალაა დედამიწის ზურგზე


მაჰაგონის გვირგვინი
პერუში ხე-ტყის უკანონო ჭრამ თითქმის მთლიანად გაანადგურა წითელი ხე (მაჰაგონი), რომელიც სპეციფიკური სტრუქტურისა და გამძლეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საშენი მასალაა დედამიწის ზურგზე
ერთ ხეს საერთაშორისო ბაზარზე ათობით ათასი დოლარის მოტანა შეუძლია. 2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბრაზილიამ აკრძალა ფართოფოთლოვანი წითელი ხის გაჩეხვა, მსოფლიოში მისი უმსხვილესი მომწოდებელი პერუ გახდა. ამ ქვეყანაში მოპოვებული ხე-ტყის წლიური მაჩვენებლის სამი მეოთხედი არალეგალურ საქმიანობაზე მოდის და დღესდღეობით, განვითარებულ მსოფლიოში მოხვედრილი ამ ხის პროდუქციის უდიდესი ნაწილი არალეგალურია. „წითელი ოქროს“ ციებ-ცხელების წყალობით, პერუს მრავალი მდინარის აუზი (მაგ., ალტო ტამაია – ინდიელთა აშენინკების ტომის სამშობლო) ყველაზე ძვირფასი ხეებისგან გაიძარცვა. წითელი ხე და ესპანური კედარი შემორჩენილია მხოლოდ ინდიელთა მიწაზე, ეროვნულ პარკებსა და იზოლირებული ტომების დასაცავად შექმნილ დაცულ ტერიტორიებზე. პერუში არსებული ფართოფოთლოვანი წითელი ხის 80% სწორედ ამ ადგილებშია თავმოყრილი.
მაგრამ დაცული ტერიტორიების სტატუსი და ინდიელთა ძალისხმევა ვერ აკავებს ტყისმჭრელებს. ისინი ინდიელთა დასახლებებს უკანა კარივით იყენებენ დაცულ ტერიტორიებზე შესაღწევად. ადგილობრივ თემებს ატყუებენ, რომელთაც ტყის ჭრის ნებართვის მოპოვებაში დახმარებისთვის გასამრჯელოს აძლევენ, შემდეგ კი ამ ნებართვას ნაკრძალის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილი წითელი ხეების „გასათეთრებლად“ იყენებენ და ადგილობრივ თემებს აღატაკებენ.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.