
მამონტის კვალზე
ბეწვიანი გიგანტი ციმბირის ჩრდილოეთით გვიანი პლეისტოცენის ეპოქაში ბინადრობდა. თუმცა, მცირე პოპულაცია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კუნძულებზე იზოლირებულად შემორჩა და უკანასკნელი წარმომადგენლები დაახლოებით 3700 წლის წინ ამოწყდნენ
უძველესი ნადავლის მაძიებელი ციმბირელი მონადირე – კარლ გოროხოვი 5 თვეა დღეში 18 საათი აღმოსავლეთ ციმბირის ზღვაში მდებარე უკაცრიელი კუნძულის ყინულოვან ტუნდრაში დაეხეტება. ყინვისგან ლოყებდამსკდარი, გათოშილი, ძალაგამოცლილი და მშიერი, იძულებულია თოლიები ჭამოს. ერთხელ ორი პოლარული დათვი მის ბანაკს დაესხა თავს. როცა დათვები დახოცა და მუცლები დანით გამოუფატრა, ისინიც კი მშივრები აღმოჩნდნენ. კუნძულ კოტელნიზე, რომელიც არქტიკული წრიდან 1000 კმ-ით ჩრდილოეთით მდებარეობს, გვიანი ზაფხულის ქარბუქი მძვინვარებს. კუნძულებზე მოსახვედრად გაზაფხულზე 50 კმ-იანი ყინულის ხიდი უნდა გადალახო, შემდეგ 6 თვე კუნძულზე დაჰყო, სანამ ოკეანე ისევ არ გაიყინება; სახლში უფრო ადრე დაბრუნების ერთადერთი გზა პატარა ნავია, რომელსაც, დიდი ალბათობით, ხუთმეტრიანი ტალღა დალეწავს. უცნაურია, მაგრამ იქ გოროხოვი დაახლოებით 10 000 წლის წინ გადაშენებული ცხოველის – მამონტის ეშვებს დაეძებს.
ბეწვიანი გიგანტი ციმბირის ჩრდილოეთით გვიანი პლეისტოცენის ეპოქაში ბინადრობდა. თუმცა, მცირე პოპულაცია ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კუნძულებზე იზოლირებულად შემორჩა და უკანასკნელი წარმომადგენლები დაახლოებით 3700 წლის წინ ამოწყდნენ. გავიდა 5-6 ათასი წელიწადი და ამ უზარმაზარი ცხოველის ეშვებს – რომლებიც მუდმივი ყინულიდან 4 მეტრზეც კი შეიძლება იყოს ამოშვერილი, რუსეთის მთელ არქტიკაში დაეძებენ. ამის მიზეზი კი მისი უზარმაზარი ფასია.
სრული ვერსია წაიკითხეთ აპრილის ნომერში.