ვინ:
National Geographic-ის მკვლევარი, რომელიც ინტერესდება ადამიანთა კულტურებითა და გამოცდილებებით
სად:
ბელუჯისტანის უდაბნო, პაკისტანი
რა:
Fujifilm-ის კამერა GFX 50, 35მმ ობიექტივით
ამბავი:
პალე მონუსხულია პილიგრიმებით, რომელთა მომქანცველი მოგზაურობები ძლიერ გავლენას ახდენენ ადამიანთა გონებასა და სხეულზე. გაზაფხულზე პალე ინდუიზმის მიმდევრების რამდენიმედღიან მსვლელობას შეუერთდა ჰინგლაჯის ტაძრის მიმართულებით პაკისტანში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მუსლიმია. პალე იხსენებს, რამდენად სასიამოვნო იყო ხმამაღალი მუსიკისა და სიმღერის თანხლებით სვლა. ვულკანის მწვერვალზე მსვლელობა ჩერდება და მლოცველები სახეზე ტალახს ისვამენ, ერთ-ერთი მამაკაცი კი ღვთაება შივას გამოსახულებას ეხება ხელით.
National Geographic-ი Instagram-ზე არსებული ყველაზე პოპულარული ბრენდია 258 მილიონი გამომწერით. ამ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები ჩვენი ანგარიშებიდან:
@natgeogeorgia, @natgeo, @natgeotravel, @natgeointhefield, @natgeoadventure, @natgeoyourshot.