„გადავწყვიტე, ბუზები სისუფთავეში აღმებეჭდა, რათა მდგრად საკვებად მათი გამოყენების შესახებ დიალოგი გამეღვივებინა. მხოლოდ მომავლის გზის ჩვენებით შეგვიძლია შთავაგონოთ კაცობრიობა, მიატოვოს უიმედო მსოფლმხედველობა და უკეთესისთვის იბრძოლოს“.
შავი ლომუკები მეცნიერ ლაურა გასკოს გაწვდილ ხელზე სხდებიან, როდესაც ის მათ კვერცხებს ყუთში აგროვებს. ლაურას თაოსნობით იტალიაში მიმდინარეობს კვლევა ცილის ალტერნატივებთან დაკავშირებით. მომავალში ის მწერების ლარვის ფქვილს საქონლის გამოსაკვებად ვარგის მდგრად წყაროდ მოიაზრებს.