
მცენარე, რომელიც ბაქტერიებს სპობს
თანამედროვე ანტიბიოტიკები ბაქტერიებს კლავს, მაგრამ ბაქტერიის ზოგი უჯრედი რჩება და თავის რეზისტენტობას შთამომავლობას გადასცემს, რაც დაავადებებთან ბრძოლას სულ უფრო ართულებს
ბრაზილიური შინუსი ანტიბიოტიკების მიმართ გამძლე ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ პოტენციალს ავლენს. მეცნიერების ჯგუფმა სამხრეთამერიკულ ტრადიციულ მედიცინაში მისი გამოყენების ისტორია შეისწავლა. მათ მცენარის ნაყოფიდან, რომელსაც ჭრილობების დასამუშავებლად იყენებდნენ, ვირუსული ტიპის სტაფილოკოკის ბაქტერიის საწინააღმდეგო ექსტრაქტი გამოიყვანეს.
თანამედროვე ანტიბიოტიკები ბაქტერიებს კლავს, მაგრამ ბაქტერიის ზოგი უჯრედი რჩება და თავის რეზისტენტობას შთამომავლობას გადასცემს, რაც დაავადებებთან ბრძოლას სულ უფრო ართულებს. ბრაზილიური შინუსის ექსტრაქტი ბაქტერიების ერთმანეთთან დაკავშირებას უშლის ხელს, შესაბამისად, ისინი ერთ ადგილას ვეღარ იყრიან თავს. ეს კი სხეულის იმუნურ სისტემას საშუალებას აძლევს, თავად იბრძოლოს ბაქტერიების წინააღმდეგ.
ემორის უნივერსიტეტის ეთნობოტანიკოს კასანდრა ქუეივის მიზანი ამგვარი აღმოჩენების სამედიცინო პრაქტიკაში გადატანაა. ის ექსტრაქტის ანტიბაქტერიულ კრემში გამოყენებას გეგმავს. თავის ჯგუფთან ერთად, ქუეივი შინუსის სხვა ნაწილებსაც იკვლევს, რომლებსაც სახალხო მკურნალები სხვადასხვა დაავადების – რევმატული ტკივილის, სიცხის, დამწვრობის და ა.შ. შემთხვევაში იყენებდნენ.