
მჭიდრო მოჭიდება
დანაოჭებულ თითებს ერთხანს მხოლოდ წყლის შესრუტვის ეფექტს აბრალებდნენ. ნიუკასლის უნივერსიტეტის ევოლუციონისტმა ტომ სმულდერსმა სხვა თეორიის შესახებ შეიტყო
შეყოვნდით აბაზანაში და ნახავთ, რომ თითები დაგინაოჭდათ. ეს ნაოჭები შეიძლება უმნიშვნელოდ გეჩვენოთ და არც იცოდეთ, რომ მათი ფესვები ევოლუციაშია.
დანაოჭებულ თითებს ერთხანს მხოლოდ წყლის შესრუტვის ეფექტს აბრალებდნენ. ნიუკასლის უნივერსიტეტის ევოლუციონისტმა ტომ სმულდერსმა სხვა თეორიის შესახებ შეიტყო: ნაოჭები სისველეს ნაკლებად იკრავს და ზრდის მოჭიდების უნარს. სმულდერსმა დაამტკიცა დანაოჭებული თითების უპირატესობა ტენიან გარემოში.
მისმა აღმოჩენებმა შეიძლება უკვე გაამყარონ თეორია, რომ მილიონობით წლის წინ ჩვენი წინაპრები წყალხმელეთა არსებები იყვნენ. კანის ნაოჭები მათ ფეხის თითებს გლუვ ზედაპირზე მოჭიდებაში ეხმარებოდა, ხელის თითებს კი – თევზის დაჭერაში.