მდინარის მბრძანებლები
ეს შეტლენდია, ბრიტანეთის კუნძულების უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი
სტატიის ავტორი ადამ ნიკოლსონი და ფოტოგრაფი ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსი წავებზე „ნადირობენ“. ჩასაყვინთად გამზადებულები ზღვაში გადიან. ტანკერები ნელა მიცურავენ ნავმისადგომისა და ნავთობტერმინალისაკენ. ეს შეტლენდია, ბრიტანეთის კუნძულების უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი. ჩრდილოეთის ზღვის ჭაბურღილებიდან წამოსული ვერტმფრენები ხმაურით ეშვებიან მათ უკან მდებარე აეროპორტში. თუმცა, ეს ყველაფერი სადღაც სხვა სამყაროში ხდება.
ჩარლი ჰამილტონ ჯეიმსს რამდენიმე ათეული წლის წინ შეუყვარდა ბრიტანელი წავები. მაშინ მათი რიცხოვნობა მცირდებოდა და სწორედ იმ დროიდან უღებს ფოტოებს საყვარელ ცხოველებს. რიცხოვნობამ მოიმატა და პოპულაციაც უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდა, ჩარლი კი კვლავ ჯიუტად აგრძელებს მათ გადაღებას. მან იცის, როგორ მიუახლოვდეს წავს ისე, რომ არ დააფრთხოს და თან კარგი კადრი დაიჭიროს. წყალში თავი მაქსიმალურად უნდა ჩაწიო, არანაირი ჩურჩული, უნდა ისუნთქო მშვიდად, ლასტები არ ამოძრაო და თუ ბედი გაგიღიმებს, შეიძლება წავთან ახლოსაც აღმოჩნდე.
უცებ რბილი სხეული ბორცვივით ამოვიდა ტალღიდან. მშრალი შოკოლადისფერი ბეწვი წყალში მოძრაობის შედეგად ბუნებრივად ბღუჯებადაა შეკრული. (ამ ბეწვის გამო, საუკუნეების განმავლობაში მისი პატრონი ნადირობის ობიექტად იქცა). ქარისგან მოფარებულ ადგილზე ზურგზე წევს და სძინავს. სიგრძით მეტრზე მეტია, იწონის 6-დან 9 კილოგრამს. მუცელი და ღია ფერის ნიკაპი მაღლაა მოქცეული, წინა თათების გაშლილ ფალანგებს შორის კარგად ჩანს აპკი, ოთხივე თათი ჰაერშია.
სრული ვერსია წაიკითხეთ ივლისის ნომერში.